Posts
მეხუთე მოდულის რეფლექსია
- Get link
- X
- Other Apps
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით: შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა, შეფასების სტრატეგიების გაცნობა, სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად გამოყენებული შეფასებები, მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება, პროექტის გეგმის შეფასება, შეფასების რუბრიკები. მომეწონა პრეზენტაციის ნიმუში: „Power Point კლავს ადამიანებს“ ;)
მესამე მოდულის რეფლექსია
- Get link
- X
- Other Apps
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ, თუ როგორ უნდა შევიმუშავო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ამ საკითხში მკაფიოდ გარკვევაში დამეხმარა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშები, პრეზენტაცია და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა. გავეცანი საგანმანათლებლო რესურსს: ეფექტური პროექტების დაგეგმვა. ძალიან საინტერესო იყო რესურსი: საავტორო ულებების ქაოსი - პრეზენტაცია. ამ რესურსით შესაძლებელია ამა თუ იმ მასალის გამოყენების უფლებებისა და შეზღუდვების გაცნობა. გავეცანი გამოყენებული ლიტერატურის სხვადასხვა ფორმატის შექმნის პროცედურებს.
მეორე მოდულის რეფლექსია
- Get link
- X
- Other Apps
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. გავეცანი სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, განახლებული ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით შევარჩიე პროექტისთვის საჭირო მაღალი სააზროვნო უნარები, გავეცანი ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს. ძალიან ეფექტური იყო მიმართულების მიმცემი საკვენძო კითხვების ფორმულირებისა და შერჩევის პროცესი.
პირველი მოდულის რეფლექსია
- Get link
- X
- Other Apps
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. გავეცანი ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, პროექტის დაგეგმვის აქტივობებს, შეფასებების სტანდარტებს და რუბრიკას, XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს. შევქმენი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო საქაღალდეები და ჩეკლისტები. ვფიქრობ, საჭირო ძალისხმევის გამოვლენით, შევძლებ ტრნინგზე მოწოდებული მასალის შესწავლას და პრაქტიკულ განხორციელებას.