Posts

Showing posts from July, 2018

მერვე მოდულის რეფლექსია

კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნიდან, როგორ ფიქრობთ, რა იქონიებს ყველაზე დიდ გავლენას სწავლის პროცესზე?       სწავლის პროცესზე დიდ გავლენას იქონიებს მიღებული ცოდნის ყველა დეტალი, ის ინფორმაცია, რასაც ამ ტრენინგზე გავეცანი და რაც ვისწავლე. ეს შეეხება გავლილი თითოეული მოდულის ღრმა შესწავლას და პრაქტიკულად მის განხორციელებას. ვფიქრობ ამ ახალმა ცოდნამ გარკვეული ენთუზიაზმიც წარმოშვა სასწავლო პროცესის უფრო საინტერესოდ წარმართვისთვის. 

პრეზენტაცია

ჩემი პორტფოლიო

აქ დააჭირეთ და დაათვალიერეთ ჩემი პორტფოლიო

მეშვიდე მოდული რეფლექსია

მეშვიდე მოდულმა საშუალება მომცა გავცნობოდი ფასილიტაციის რესურსების შექმნას, წარმატებული სასწავლო პროცესის განხორციელების გზებს და საშუალებებს, პორტფოლიოში ცვლილებების შეტანის მეთოდებს. კოლეგებისთვის გასაზიარებლად ბლოგზე ავტვირთე ჩემი პორთფოლიო.  

სავარჯიშო პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი სავარჯიშო პორტფოლიო

ტესტი გალაქტიონზე

იტვირთება...

მეექვსე მოდულის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით:  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაზიარება, მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება, სწავლის სხვადასხვა სტილის გაცნობა, სწავლის პროცესის დიფერენცირება, მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება, მოსწავლეთა დამხმარე მასალების შექმნა, პროექტის გეგმის მიმოხილვა-დახვეწა, მასალის ბლოგზე ატვირთვა.

სავარჯიშო პრეზენტაცია

მეხუთე მოდულის რეფლექსია

           მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:    შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა, შეფასების სტრატეგიების გაცნობა, სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად გამოყენებული შეფასებები, მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება, პროექტის გეგმის  შეფასება, შეფასების რუბრიკები. მომეწონა პრეზენტაციის ნიმუში: „Power Point კლავს ადამიანებს“ ;)

მეოთხე მოდულის რეფლექსია

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის? პროექტებში ინტერნეტის გამოყენებით მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშების შესაქმნელად პრეზენტაციის შესაქმნელად

მესამე მოდულის რეფლექსია

           ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ, თუ როგორ უნდა შევიმუშავო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ამ საკითხში მკაფიოდ გარკვევაში დამეხმარა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშები, პრეზენტაცია და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა.           გავეცანი საგანმანათლებლო რესურსს: ეფექტური პროექტების დაგეგმვა.           ძალიან საინტერესო იყო რესურსი: საავტორო ულებების ქაოსი - პრეზენტაცია. ამ რესურსით შესაძლებელია ამა თუ იმ მასალის გამოყენების უფლებებისა და შეზღუდვების გაცნობა. გავეცანი გამოყენებული ლიტერატურის სხვადასხვა ფორმატის შექმნის პროცედურებს.

მეორე მოდულის რეფლექსია

         ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.            გავეცანი სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, განახლებული ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით შევარჩიე პროექტისთვის საჭირო მაღალი სააზროვნო უნარები,  გავეცანი ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს. ძალიან ეფექტური იყო მიმართულების მიმცემი საკვენძო კითხვების ფორმულირებისა და შერჩევის პროცესი. 

პირველი მოდულის რეფლექსია

      ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.         გავეცანი ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, პროექტის დაგეგმვის აქტივობებს,  შეფასებების სტანდარტებს და რუბრიკას,  XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს.         შევქმენი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო საქაღალდეები და ჩეკლისტები.         ვფიქრობ, საჭირო ძალისხმევის გამოვლენით, შევძლებ ტრნინგზე მოწოდებული მასალის შესწავლას და პრაქტიკულ განხორციელებას.